ახალი ამბები
გამორჩეული ქუთაისელების ათეული - მე-17 სკოლის გამოფენა „ვარლაში“
FaceBook
საგამოფენო გალერეა" ვარლაში" გამორჩეული ქუთაისელების პორტრეტების გამოფენა მოეწყო.

გამოფენა მე-17 საჯარო სკოლის პროექტის ფარგლებში "პორტრეტი დროში" გაიმართა. ბავშვებმა დახატეს და საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს გამოჩენილი ქუთაისელებისა და სკოლის სტუმრების პორტრეტების ვერნისაჟი.

ამ ადამიანების გამორჩეულობა გამოკითხვით დადგინდა. გამოფენას წინ უძღოდა გამოკითხვა, რომელიც ბავშვებმა ჩაატარეს და ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხეს თანაქალაქელები. მოქალაქეებს უნდა დაესახელებინათ ვის მიიჩნევდნენ გამორჩეულ ქუთაისელებად. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, სია საკმაოდ გრძელია. თუმცა, ათეულში მოხვდნენ: პროფესორი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე, პოეტი ზაალ ებანოიძე, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი, მწერალი თეიმურაზ ლანჩავა, ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი, ჩოხოსანი ლევან როხვაძე, მსახიობი მარიკა სამანიშვილი, ისტორიკოსი მერაბ კეზევაძე.

"პროექტის მიზანი იყო ბავშვები გამოსულიყვნენ ვიწრო სასკოლო სოციუმიდან და შეერთებოდნენ ქალაქის საზოგადოებრიც ცხოვრებას", - აღნიშნა მე-17 სკოლის პედაგოგმა და პროექტის ერთ ერთმა ავტორმა ვალიდა ურთმელიძემ.

მისი თქმით, ბავშვებმა შეისწავლეს ბიოგრაფიები და შემდეგ ჩაწერეს "გამორჩეულ ქუთაისელებთთნ" ინტერვიუები.

პროექტის ფარგლებში ფილმის ჩვენებაც მოეწყო  მე-17 სკოლაში ქუთაისელი რეჟისორის გიორგი ქასრაშვილის ფილმის „დასასრულის დასაწყისის“ ჩვენება გაიმართა. ბავშვები შეხვდნენ შემოქმედებით ჯგუფსაც.

Print