ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ. 
სინოპტიკოსების ცნობით,  14-15 მაისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 18- დან 24 გრადუსამდე იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უნალექო ამინდებს დასავლეთ საქართველოში 16-17-18 მაისს უნდა ველოდოთ. თუმცა, 19 მაისიდან კვლავ იწვიმებს.

"არამდგრადი ამინდები იქნება მთელი კვირის მანძილზე, დაბალი ტემპერატურა და წვიმიანი ამინდები კვირის ბოლომდე გაგრძელდება," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, სტაბილურ და თბილ ამინდს დასავლეთ საქართველოში სავარაუდოდ, 20 მაისიდან  უნდა ველოდეთ.


Print