ახალი ამბები
"არა ნარკოტიკებს" - ქუთაისში კონტრ-აქცია მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში თეთრ ხიდზე კონტრ-აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქები 12 მაისს, თბილისში, რუსთაველზე გამართულ აქციას გმობენ და შსს მხარდაჭერას უცხადებენ.

,,ნულოვანი ტოლერანტობა ნარკო ბარიგების და მკვლელების მიმართ. არა ნარკოტიკებს" - ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეები შსს მოუწოდებენ, კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით გააგრძელონ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

"არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თბილისში პოლიციის მიერ კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" რეიდების მოწყობა და ზოგადად, სახელმწიფოში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა 12 მაისს აქციებით გააპორტესტეს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 

"ჩვენ მოვიგებთ ომს", "თავისუფლებასთან წააგებთ", - ეს სლოგანები წარმოადგენდა ქუთაისში, თეთრ ხიდზე შეკრებილების მხრიდან გზავნილს სახელმწიფოსადმი.
Print