ახალი ამბები
ავარია ქუთაისში - დამტვრეულია ოთხი მანქანა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ავტომობილი დაიმტვრა
ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მანქანები ერთმანეთის მიყოლებით დაზიანდა.

"ერთი ვტომობილი ბორდიურზე, მეორე მაღაზიაში შევარდა, დაიმტვრა კიდევ ორი მანქანა," - ამბობენ თვითმხილველები. 



ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.


Print