ახალი ამბები
„რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ“ - ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
12 მაისს, ქუთაისში, თეთრ ხიდზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქცია სახელმწიფოში მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღდეგ იქნება მიმართული. ქუთაისის  საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციით ეხმაურება გვიან ღამით თბილისში მომხდარ ფაქტს.
12.16px;">„გამოდი!“ მოუწოდებენ აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს,

12 მაისს, ღამის პირველ სააათზე  შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმები შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

თბილისში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.

"ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა! "- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ქუთაისში თეთრ ხიდზე აქცია 15 საათზე დაიწყება.

Print