ახალი ამბები
ქუთაისში მოვაჭრეების აქცია შსს-მ დაშალა
FaceBook
ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მწვანე ბაზრის მოვაჭრეება მერიის წინ ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

ბაზრის მოვაჭრეების განცხადებით, ისინი  ქუთაისის მერთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიღებულმა პასუხმა არ დააკმაყოფილა.
"ასეთი ცუდი მერი ქუთაისს ჯერ არ ყოლია. როცა ჩვენი ხმები ჭირდებოდა, მაშინ ვჭირდებოდით ჩვენ.  ჩვენ უნდა მივუთითოთ რომ ქუჩები დაბინძურებულია და სისუფთავის დაცვაა საჭირო. ჩამობრძანდეს და გაგვცეს ნორმალური პასუხი, "- აცხადებენ მოვაჭრეები.
ბაზრის მოვაჭრეების აქცია შსს-მ დაშალა .
Print