ახალი ამბები
59% -ს მიაჩნია, რომ რამე გვეშველება - TI -ის კვლევა
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59 % თვლის, რომ რამე გვეშველება, გამოკითხულთა 30 %-ს კი მიაჩნია, რომ არ გვეშველება, ხოლო  კითხვაზე პასუხი არ იცის/უარი პასუხზე - 11 %-ია. 

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა.

საშუალო ცდომილება 2.8%-ია.

კვლევა კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საკითხებსაც ეხება.

ამავე თემაზე:


TI-ის კვლევა - 69 % თვლის, რომ ივანიშვილი ჩართულია ქართულ პოლიტიკაში
Print