ახალი ამბები
TI-ის კვლევა - 69 % თვლის, რომ ივანიშვილი ჩართულია ქართულ პოლიტიკაში
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 69 % თვლის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჩართულია ქართულ პოლიტიკაში. გამოკითხულთა  19 %-ს მიაჩნია, რომ არა, ხოლო 12 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 

მოგწონთ თუ არა რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად ჩართულია, ქართულ პოლტიკაში - (69 %-დან ვინ უპასუხა, რომ ივანიშვილი ჩართულია ქართულ პოლიტიკაში) - დადებითი პასუხი მხოლოდ 17%-მა გასცა, კითხვაზე პასუხი არ იცის/უარი პასუხზე -  7%, ხოლო ივანიშვილის პოლიტიკაში ამჟამად ჩართულობა  77 %-ს არ მოსწონს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა.

საშუალო ცდომილება 2.8%-ია.

კვლევა კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საკითხებსაც ეხება. 


Print