ახალი ამბები
"მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით" - პრემიერ-მინისტრი
FaceBook
"სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში. მინდა, აღვნიშნო შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში და შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ახალგაზრდები დავკარგეთ ამ უბედურების გამო. ეს უბედური შემთხვევები ადამიანებმა დაუკავშირეს ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას, რაც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის.

იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე. ცვლილებები ერთი მხრივ გათვლილი იქნება იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული და მკაფიოდ გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით: რა დოზებია, რაც მოხმარებას უკავშირდება, რომელი დოზები ითვლება უკვე რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ. რა თქმა უნდა, მომხმარებლების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ავტორიტეტით სარგებლობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისა და მომავალი თაობისთვის ჩვენს მიერ გასაკეთებელი აუცილებელი საქმე.

2017 წელს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს.

იგი ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და 2016 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული გახლდათ.

საკანონმდებლო ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

ამავე თემაზე:

ნარკომანიასთან ბრძოლაში ადგილობრივი თვითმმართველობებიც ჩაერთვებიან

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკების ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს

ნარკოტესტირების მსხვერპლი და "ნარკოპოლიცია" საქართველოში (ვიდეო)

პროტესტი ნარკოპოლიტიკას - გადაცემა (ქუთაისიპოსტის სტუდია)

„სახელმწიფო რასაც თავაზობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანს - დასჯაა“
Print