ახალი ამბები
ქუთაისის კულტურულ ა(ა)იპ-ში ახალ ხელმძღვანელს ელოდებიან
FaceBook
ააიპ „ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“  რეორგანიზაცია მიმდინარეობს. 
გაერთიანების ხელმძღვანელმა რეზო თედორაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავად დაწერა.

რეზო თედორაძე ამ პოსტზე ხუთი თვის წინ დაინიშნა.

მის ადგილაზე ოფიციალურად წარდგენილია ვაჟა ჯუღელი, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ.

კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ჯერ-ჯერობით ვაკანტური რჩება. არაოფიციალური ინფორმაციით აღნიშნულ პოსტზე კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის კინომცოდნე თამთა თურმანიძის კანდიდატურა განიხილება.

Print