ახალი ამბები
ცესკომ ვანისა და ხონის ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში ჩატარებული პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა.
საბოლოო შედეგების მიხედვით, დეპუტატის მანდატი მმართველი გუნდის კანდიდატმა და იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა. 

გამარჯვებულ კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის დროებით მოწმობას შედგების შეჯამებიდან ორი დღის ვადში გადასცემს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ჭიჭინაძეს იმერეთის გუბერნატორის პოსტზე. მის მოვალეობას ამ დრომდე ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს.

ვანისა და ხონის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპირლს ჩატარდა. არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

გივი ჭიჭინაძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 57,86%
გიგი უგულავა - 38,38%
ვასილ კოპალიანი - დამოუკიდებელი კანდიდატი -1,61%
მამუკა ტუსკაძე - "ახალი ქრისტიან - დემოკრატები" - 1,47%
გიორგი ლილუაშვილი - "საქართველო" - 0,46%
ზურაბ ქართველიშვილი - "ტრადიციონალისტები" -0,22%

Print