ახალი ამბები
საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაში - მოვაჭრეები ულტიმატუმს აყენებენ
FaceBook
ქუთაისის მერსა და მწვანე ბაზრის მოვაჭრეების საინისციატივო ჯგუფს შორის მოლაპარაკება ამ წუთებში მიმდინარეობს.


ქუთაისის მწვანე ბაზრის მოვაჭრეები მერიაში საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეები ქუთაისის ბაზრის გარეთ გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მათი თქმით, მომხმარებელი გარე მოვაჭრეებს უფრო მეტი ჰყავთ და ბაზარში მათი ნაკლებობაა.
"სესხები გავქვს, კრედიტები და მომხმარებელი არაა ბაზარში. როდემდე უნდა გაგრძლდეს ასე. სულ საუბარია გარევაჭრობის აკრძალვაზე და მთავრობა ღონისძიებებს არ იღებს. ვითხოვთ მერთან შეხვედრას იმისთვის, რომ აიკრძალოს გარევაჭრობა," - აცხადებენ ბაზრის მოვაჭრეები. მათი თქმით, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებს, ბაზრის მოვაჭრეები მზად არიან თავადაც ქუჩაში გამოვიდნენ და გარემოვაჭრეებს შეურთდნენ. ქუთაისის მერსა და მწვანე ბაზრის მოვაჭრეების საინისციატივო ჯგუფს შორის მოლაპარაკება ამ წუთებში მიმდინარეობს.

Print