ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 30 ივნისს შეწყდება
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზაფხულის არდადეგები 30 ივნისიდან დაიწყება და დაახლოებით, ორ თვეზე მეტს ხანს გაგრძელდება.

"სკოლამდელ დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესი 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში განახლდება," - ამბობს ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ყველა საბავშვო ფილიალში სწავლა ერთდროულად შეწყდება.

ქუთაისში სულ საბავშვო ბაღის 37 ფილიალია, სადაც 10 000-მდე ბავშვია რეგისტრირებული.


ამავე თემაზე: 

ქუთაისში სექტემბრამდე ორი მორიგე ბაღი იმუშავებს

Print