ახალი ამბები
ვანსა და სამტრედიაში ფაროსანას წინააღმდეგ მუშაობა დაიწყო
FaceBook

ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტშიაზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები მიმდინარეობს.


მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოები პირველ ეტაპზე შემდეგ სოფლებში: ზედა მუქედში, კუშუბაურში, ციხესულორში, ტოლებში, დაბლაგომსა და საჯავახოში ხორციელდება.

სოფლლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ. ფაროსანასგან თავის დაცვის მიზნით ტერიტორიას თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი.

მათივე ცნობით, ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება.

"ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა," - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.



 

Print