ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი მრავალფეროვნების კონკურსის გამარჯვებული გახდა
FaceBook

"მრავალფეროვნების გაშუქების” კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი ლანა კოკაიაა.


გამარჯვებულთა შერჩევა აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიური გაშუქების იდეის კონცეფციის საფუძველზე მოხდა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი და მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხორბალაძე იყვნენ, 5 ნომინაციაში შემდეგი გამარჯვებულები გამოავლინა:

ქუთაისიპოსტის ჟურნალისტის მსგავსად, კონკურსის გამარჯვებული საქართველოს სხვადასხვა საინფორმაციიო საშუალების ექვსი ჟურნალისტი გახდა.

"მრავალფეროვნების გაშუქების” კონკურსში 5 ნომინაციაში სულ 7 გამარჯვებული გამოვლინდა. 

ეთნიკური მრავალფეროვნება: ლანა კოკაია, „ქუთაისი პოსტი"; გიორგი ალადაშვილი, რადიო „ჰერეთი".

რელიგიური მრავალფეროვნება: ხატია ღოღობერიძე, „ტაბულა".

მიგრანტები: დიმიტრი სანაია, „On.ge".

გენდერული მრავალფეროვნება და თანასწორობა: ნათია ამირანაშვილი, სოფო აფციაური - „ლიბერალი";

მედეა გოგსაძე, accent.com.ge თანასწორობა: თამთა ნაჭყებია, „ტაბულა".

"მრავალფეროვნების გაშუქების" კონკურსის ორგანიზატორების ცნობით, „ლინგვისტური მრავალფეროვნების" ნომინაციაში გამარჯვებული წელს არ გამოვლენილა. ხოლო  გამარჯვებული  კონკურსანტები უახლოეს სამ თვეში მოამზადებენ მასალებს, რომლებიც მედია საშუალებებით და მედიის განვითარების ფონდის facebook გვერდის მეშვეობით გავრცელდება.

კონკურსი მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ PITA-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ გაშუქებას.

 

Print