ახალი ამბები
8 მაისს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება
FaceBook
2018-2019 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისს იწყება.
ელექტრონული რეგისტრაცია 09:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ მისმართზე: registration.emis.ge ვებგვერდზე გადასვლა შესაძლებელია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულითაც.

სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების მიღება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

რეგისტრაციის მესამე ეტაპზე, რომელიც მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, პირველკლასელები გამოთავისუფლებულ ადგილებზე დარეგისტრირდებიან.

წელს, იმ პირველკლასელებსაც შეეძლებათ დარეგისტრირება, რომლებიც 17 სექტემბრამდე არიან დაბადებული, რადგან 2018-2019 წლის სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება.

Print