ახალი ამბები
სადილი, ვახშამი და ბანკეტი - ქუთაისის მერიამ სტუმრების გასამასპინძლებლად 5000 ლარი გამოჰყო
FaceBook
ქუთაისში ყველა სადილი და ვახშამი ორგანიზებული უნდა იქნეს ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნის ტიპის კვების ობიექტში. ქუთაისის მერია მიმდინარე წლის 17-20 ივლისს დაგეგმილი შემაჯამებელი შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც "ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვისა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში" პროექტის ფარგლები ხორცილელდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უცხოელი სტუმრების გასამასპინძლებალდ საჭირო სასტუმროსა და კვების მომსახურებაზე გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა  (წინადადების მიღება  3 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება). 
5 000 ლარის სანაცვლოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეთა კვებით მომსახურება, აუცილებელი დასარიგებელი მასალით უზრუნველყოფა და თავისუფალი დროის ორგანიზება. ასევე, სატენდერი პირობების მიხედვით,  საჭიროა შემდეგი სახეობის და რაოდენობის კვებითი მომსახურება: ვახშამი - 3 (აქედან, 1 ვახშამი ქუთაისში 17 ივლისს, 1 ვახშამი - წყალტუბოში 18 ივლისს, 1 ვახშამი ბათუმში 19 ივლისს), სადილი 3 ( აქედან. ორი სადილი - ქუთაისში 17 და 18 ივლისს, ერთი სადილი - ბათუმში 19 ივლისს), ბანკეტი - 1 (ქუთაისში 20 ივლისს).
სატენდერო პირობების მიხედვით, ქუთაისში ყველა სადილი და ვახშამი ორგანიზებული უნდა იქნეს ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნის ტიპის კვების ობიექტში. გარდა ამისა, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეთა თავისუფალი დროის ორგანიზებისათვის ექსკურსიების მოწყობა სათაფლიის ნაკრძალში, პრომეთეს მღვიმეში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში, რისთვისაც უნდა შეიძინოს შესაბამისი ბილეთები.
"უნდა შეიძინოს სათაფლიის ნაკრძალისა და პრომეთეს მღვიმის - 15 ბილეთი, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და დელფინარიუმის (2015 წლის 19 ივლისი)- 18 ბილეთი და აანაზღაუროს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შიგა ტრასპორტით სარგებლობის ღირებულება", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ შედგენილ სატენდერო დოკუმენტაციაში.

Print