ახალი ამბები
მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარება - განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმა
FaceBook
სასკოლო სახელმძღვანელოები როგორც შინაარსით, ასევე წონით, მორგებული იქნება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებზე - ამის შესახებ განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც  დღეს, უწყების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს წარუდგინა.

მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარება, მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლე, ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც  მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის სამოქმედო  გეგმის პრეზენტაციაზე წადაგინა. 

სამინისტრო სიახლეების დანერგავს გეგმავს პროფესიულ სასწავლებლებშიც,  სამოქმედო გეგმის მიხედვით, კოლეჯები კერძო კომპანიების ბაზაზე შეიქმნება, საუკეთესო სტუდენტებს კი, ექნებათ შესაძლებლობა, ამავე კომპანიაში დასაქმდნენ.

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული  სამოქმედო გეგმის სრულად  ნახვა შეგიძლიათ აქ.

საქართველოში მოსწავლეებში სწავლის დონეზე კვლევა PIRLS–იმ (Progress in International Reading Literacy Study) ჩაატრა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მოსწავლეთა 14 პროცენტს, წაკითხულის გააზრება მინიმალურ დონეზეც კი არ შეუძლია.




Print