ახალი ამბები
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული პაკეტის განხილვის ვადამ ერთი თვით გადაიწია
FaceBook
ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა ერთი თვით გადაიწია.
პროექტის განხილვა წამყვანი კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგშია, თუმცა, პროცესი სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში არ დაიწყება.

ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასვა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.

ვოლსკის შეფასებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა და კანონპროექტის ამ ფონზე განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

"ვატყობთ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ინიციატორებს, იქნებ გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება და კიდევ ერთი თვით საკონსულტაციოდ გავაგრძელოთ ვადა კანონის განხილვისათვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე. 


წყარო: interpressnews.ge
Print