ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
დასავლეთ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში 8-12 მაისს ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე დაეცემა.

"მოსალოდნელია წვიმიანი ამინდები, არამდგრადი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება,"- ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, სტაბილურ და თბილ ამინდს დასავლეთ საქართველოში 14 მაისიდან უნდა ველოდეთ. 


Print