ახალი ამბები
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც იქნება შესაძლებელი
FaceBook
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც იქნება შესაძლებელი.
"სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლებელი იქნება წვევამდელებმა მოიხადონ ჩვენს სამსახურში", - ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, მსგავსი მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

"სავალდებულო სამხედრო სამსახური არის 1.5 წელი და ამ ხნის განმავლობაში წვევამდელები, რომლებიც იმსახურებენ სახანძრო სამაშველო დანაყოფებში, ჩაეთვლებათ მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურად და სურვილი შემთხვევაში ისინი ისარგებლებენ პრივილეგიით, რომ დარჩნენნ ჩვენს სამსახურშიი

წვევამდელები, რომლებიც უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატივას რომ იმსახურონ ჩვენთან. ზოგს არ უნდა, რომ იარაღი აიყოს, ჩვენთან ამის ვალდებულება არაა", -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის.

წყარო: imedinews.ge
Print