ახალი ამბები
ქუთაისის მერია 60 სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელ სახლს გადაუხურავს
FaceBook
ქუთაისის მერია 60 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, საცხოვრებელი სახლის გადაუხურვის პროექტის შესადგენად ტენდერს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსრულებელმა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეკონსტრუქციის პროექტი 60 ობიექტზე უნდა შეადგინოს, რის შემდეგაც, პროექტის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება.

ტენდერში გამარჯვებულს მინიმუმ ერთი ასეთი პროექტი უნდა ჰქონდეს შედგენილი.

საპროექტო სამუშაოებისთვის, შემსრულებელს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღიანი ვადა აქვს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 14 მაისს დასრულდება.

Print