ახალი ამბები
მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები გამოცდები 20 მაისიდან დაიწყება
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა. საგამოცდო პერიოდი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისიდან დაიწყება.

2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:

20 მაისი:

-  ქართული ენა და ლიტერატურა;
- ქართული, როგორც მეორე ენა;
-  გეოგრაფია;

21 მაისი:

- უცხოური ენები;
- ბიოლოგია;

22 მაისი:

- ისტორია;
- ფიზიკა;

23 მაისი:

- მათემატიკა;
- ფიზიკა;

24 მაისი
- ქიმია


Print