ახალი ამბები
ჟურნალისტების "გაქცევა" პარლამენტში (ვიდეო)
FaceBook
დღეს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომელთაც დატვირთულ რეჟიმში უხდებოდათ მუშაობა.


ვიდეო: ირაკლი აკობია

პრეზიდენტის 20 წუთიანი გამოსვლის შემდეგ, სხდომათა დარბაზში დეპუტატების გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა კი პროტესტის ნიშნად სხდომთა დარბაზი დატოვა.
გიორგი მარგველაშვილმა დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან დეპუტატების გამოსვლების დასრულებამდე, დებატებში შესვლა მოითხოვა.

პრეზიდენტის თქმით, დეპუტატებს აქვთ შეკითხვები მისი მისამართით და მას ეტაპობრივად უნდა მიეცეს შესაძლებლობა მათ შეკითხვებს უპასუხოს.

"როცა პარლამენტი მიკრძალავს პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელიც დეპუტატებს აქვთ, მე ასეთი დებატების შინაარსს ვერ ვხედავ. ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატებში შევიდე დეპუტატებთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Print