ახალი ამბები
დეპუტატებმა, პრეზიდენტის მოთხოვნას ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირეს
FaceBook
28 მომხრე 50-ის წინააღმდეგ, დეპუატატებმა, საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნას, დეპუტატების გამოსვლის დასრულებამდე დებატების დაწყებაზე, მხარი არ დაუჭირეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დააყენა, რაც გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, როგორც კონსტიტუციის გარანტის მიერ მსგავსი მოთხოვნა, მიუღებელია.

"საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პირველი გარანტია კანონის, გვთხოვს კანონის დარღვევას, რაც ჩემთვის როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუღებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის შენობა დატოვა.

დღეს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენდნენ. პრეზიდენტის 20 წუთიანი გამოსვლის შემდეგ,  სხდომათა დარბაზში დეპუტატების გამოსვლა დაიწყო.


ამავე თემაზე:

პრეზიდენტის შემდეგ, პარლამენტის სხდომა „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა

პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა

„ჟენევაში ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს, სანამ ეს არ მოხდება მოსკოვში" - ადა მარშანია


„სისტემა უნდა დაცლილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობასთან ასოცირდებიან“ - გიორგი მარგველაშვილი

„საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება “ - გიორგი მარგველაშვილი

„მედიაზე შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო

2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმენენ


Print