ახალი ამბები
პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომთა დარბაზი დატოვა.
გიორგი მარგველაშვილმა დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან დეპუტატების გამოსვლების დასრულებამდე, დებატებში შესვლა მოითხოვა.

პრეზიდენტის თქმით, დეპუტატებს აქვთ შეკითხვები მისი მისამართით და მას ეტაპობრივად უნდა მიეცეს შესაძლებლობა მათ შეკითხვებს უპასუხოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს აუხსნა, რომ რეგლამენტის მიხედვით, მას დასკვნითი სიტყვის უფლება აქვს და პროცედურებს ვერ დაარღვევს, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

"როცა  პარლამენტი მიკრძალავს პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელიც დეპუტატებს აქვთ, მე ასეთი დებატების შინაარსს ვერ ვხედავ. ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას.  ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატებში შევიდე დეპუტატებთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა დარბაზი დატოვა, თუმცა, შენობა არ დაუტოვებია და განაცხდა, რომ დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მას მისცემს დებატებში შესვლის შესაძლებლობას.

ფაქტს სამწუხარო უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის მიერ დარბაზის დატოვება  უპასუხისმგებლობლობის გამოვლინებად შეაფასა  ეკა ბესელიამ.

დღეს,  პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ.  პრეზიდენტის 20 წუთიანი გამოსვლის შემდეგ,  სხდომათა დარბაზში დეპუტატების გამოსვლა დაიწყო. 


ამავე თემაზე:

„ჟენევაში ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს, სანამ ეს არ მოხდება მოსკოვში" - ადა მარშანია


„სისტემა უნდა დაცლილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობასთან ასოცირდებიან“ - გიორგი მარგველაშვილი

„საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება “ - გიორგი მარგველაშვილი

„მედიაზე შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო

2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმენენ
Print