ახალი ამბები
მუზეუმში ჯრუჭის მონასტრის საგანძური გამოიფინა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში  ჯრუჭის მონასტრის საგანძური გამოიფინა.

გამოფენა ორმაისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ჯრუჭის მონასტრის ექსპონატები, ასევე ფოტომასალა. ჯრუჭის მონასტერი, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია საჩხერეში მდებარეობს.

იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია სამონასტრო საგანძურით, როგორც ჭედური ხატებით, ისე ნაქარგებით და ლიტერატურით.



მონასტერი მე-10-11 საუკუნეეში დაარსდა და საუკუნეების განმავლობაში კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

"ექსპონატებიდან ბევრი თავის დროზე გადაარჩინა ექვთიმე თაყაიშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა გადაარჩინეს და შემოუნახეს შთამომავლობას.", -აღნიშნა ქუტაისის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა ელისო ჩუბინიძემ.



ჯრუჭის საგანძური საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში არის დაცული.



Print