ახალი ამბები
„ჟენევაში ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს, სანამ ეს არ მოხდება მოსკოვში" - ადა მარშანია
FaceBook
პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი, ადა მარშანია ქვეყნის ერთიანობის საკითხს შეეხო. ადა მარშანიას აზრით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი საკმარისი არ არის და  საქართველოს მთლიანობის პრობლემა მანამდე ვერ მოგვარდება, ვიდრე შეთანხმება მოსკოვში არ მოხდება.

"ჩვენ სამჯერ ვიყავით ჟენევაში და განახევრებული ჩამოვედით იქედან ისეთი  მძიმე საუბრები იყო.  ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ჟენევაში მანამდე ვერ მივაღწევთ შეთანხმებას, სანამ ეს არ მოხდება მოსკოვში. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და დააყენოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან", - განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიას შენიშვნები ჰქონდა პრეზიდენტის ანგარიშთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, პრეზიდენტმა ორ მთავარ საკითხზე არ ისაუბრა სიღრმისეულად.

"ველოდით უფრო საფუძვლიან გამოსვლას. განსაკუთრებთ ორ საკითხში. პირველი  - ეს არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი, მეორე კი კატასტროფული, არანახული უმუშევრობა, რომელიც ეხება ყველა ოჯახს საქართველოში და რომელიც თქვენ სამართლიანად გამოყავით, მაგრამ ჩვენ ველოდებოდით უფრო კონკრეტულ საუბარს იმაზე, თუ როგორ ხედავთ თქვენ მთავრობასთან ერთად გამოსავალს", - განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატი გამოსვლის დროს საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა  20 წუთში დასრულდა. 


ამავე თემაზე:

„სისტემა უნდა დაცლილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობასთან ასოცირდებიან“ - გიორგი მარგველაშვილი

„საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება “ - გიორგი მარგველაშვილი

„მედიაზე შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო

2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმენენ




Print