ახალი ამბები
ქუთაისის „მაკდონალდსში“ მარტივი და სწრაფი მომსახურების ინოვაციური სერვისი დაინერგა (R)
FaceBook
ქუთაისში, დ.აღმაშენებლის მოედანზე მდებარე „მაკდონალდსის“ სტუმრებს შეკვეთის მისაღებად ლოდინი აღარ დასჭირდებათ, კომპანია კიდევ ერთ ინოვაციას ნერგავს.

Table service-სის მოქნილი სისტემის მეშვეობით, მომხმარებლებს უკვე რესტორნის თანამშრომლები მოემსახურებიან. 2018 წლის აპრილიდან სტუმრები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან მიიღებენ.

ინოვაციური სერვისის პროცედურა მარტივია:

• სტუმარი კიოსკზე უკვეთავს სასურველ მენიუს.
• ირჩევს სპეციალურ დანომრილ პირამიდას.
• კიოსკზე შესაბამის ველში უთითებს პირამიდის ინდივიდუალურ ნომერს .
• ანგარიშსწორებას ახორციელებს ბარათით და მისთვის სასურველ მაგიდაზე ათავსებს პირამიდას.
• მაკდონალდსის თანამშრომელი კი ნომრის შესაბამისად შეკვეთა ადგილზე მიაქვს.

„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის „მაკდონალდსი“ ინოვაციების დანერგვის კუთხით მოწინავეა და საქართველოს მასშტაბით იმ რამდენიმე რესტორნის რიცხვში შედის სადაც ინოვაციების პირველი ეტაპი ხორციელდება. უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება “მაკდონალდსის” სტრატეგიული პრიორიტეტია. ახალი სერვისი მომსახურების გაუმჯობესებას და ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შეთავაზებას ისახავს მიზნად. - აცხადებს „მაკდონალდს საქართველოს“ ქუთაისის რესტორნის დირექტორი.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ადგილობრივად ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ზედიზედ რამდენიმე წელია საუკეთესო სერვისის მქონე რესტორნად სახელდება. კომპანია ასევე წარმატებულია მსოფლიო მასშტაბითაც, ქართული მაკდონალდსი 2017 წელს გამართულ კონკურსზე, სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ევროპის ოფისმა საუკეთესოდ აღიარა.

საქართველოს მასშტაბით მაკდონალდსის 13 რესტორანი ფუნქციონირებს, მათ შორის 2 ქუთაისში. კომპანიაში 900-მდე თანამშრომელია დასაქმებული, მათი საშუალო ასაკი კი 20-22 წელია.

Print