ახალი ამბები
ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" რესტორანი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" რესტორანი გაიხსნა. ორმაისობასთან დაკავშირებით  დღეს კაფეში მისულ სტუმრებს უფასოდ გაუმასპინძლდებიან. 

ვენდისის რესტორნები "ვისოლ ჯგუფში" დაქვემდებარებაშია. 

ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" რესტორანი 2015 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. თუმცა, სამუშაობი რამდენჯერმე შეჩერდა.

ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" ორსართულიანი შენობა, ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. 

მშენებლობა შპს "დიზაინ ბიურომ"  "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით განახორციელა, რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა ხელშეკრულება.
Print