ახალი ამბები
„სისტემა უნდა დაცლილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობასთან ასოცირდებიან“ - გიორგი მარგველაშვილი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში იმ გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული. პრეზიდენეტი, ასევე, შეეხო 2012 წელს ციხეში წამების კადრების საჯაროდ ჩვენებას და განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ და სხვა ძალადობასთან ასოცირდებოდნენ, კვლავ სისტემაში რჩებიან.

"სახელმწიფო აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია, მაგრამ ეს ცვლილება უნდა გაკეთებულიყო ბევრად უფრო ღრმად და სისტემა უნდა დაცლილიყო იმ პიროვნებებისგან, რომლებიც ასოცირებული არიან იმ ძალადობებთან, რომლებიც ხდებდა. როგორ უნდა იქნას გამოძიებული მუხთარლის, გამსახურდიას, რაფალიანცის, ჟვანიას საქმეები, მაშინ როცა,  ჩვენ არ ვცვლით იმ ადამიანებს, რომლების ხელითაც ხდებოდა ეს საქმეები", -  განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა  20 წუთში დასრულდა. დეპუტატები დებატებისთვის ემზადებიან, რომელიც  14:30 საათზე დაიწყება. 


ამავე თემაზე:

„საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება “ - გიორგი მარგველაშვილი

„მედიაზე შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო

2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმენენ



Print