ახალი ამბები
„საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება “ - გიორგი მარგველაშვილი
FaceBook
"შევცვალთ საარჩევნო კანონი და გააკეთეთ ეს არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამაზე",  - ასე დაიწყო პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში 2024 წელს დაგეგმილ საარჩევნო კანონის რეფორმაზე საუბარი.
პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციაში უკვე განხორციელებულმა ცვლილებებმა ქვეყნისა და ინსტიტუტების დასუსტება გამოიწვია.

"პრეზიდენტის არჩვენების გაუქმება ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, საბოლოო ჯამში ქვეყანას ასუსტებს და არა ცალკეულ პოლიტიკოსებს", - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი თავის გამოსვლაში პოლიტიკურ ოპოზიციასაც შეეხო და განაცხადა, რომ 2016 წელს ხელისუფლებამ მიზანიმართულად დაასუსტა ოპოზიცია.

"როდესაც ვუყურებ რა მოხდა 2016 წელს, ეს იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის და მიზანმიმართული დასუსტება პოლიტიკური პარტიების. არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, არც ერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდნეტის გამოსვლა 20 წუთი გაგრძელდა.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატები დებატებისთვის ემზადებიან.


ამავე თემაზე:

„მედიაზე შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო

2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმენენ


Print