ახალი ამბები
„მედიაზე შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი მარგველაშვილი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში მედიის მიმართ ხელისუფლების მიერ ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, მედიის მიმართ ძალადობა აღარ ხორციელდება, მაგრამ ჟურნალისტებს მუდმივი სტრესის ქვეშ უწვეთ მუშაობა, რადგან აქვთ განცდა, რომ რაღაც მოხდება, რაც მათ მუშაობაში ხელს შეუშლის.

"გვახსოვს  რა მედია გარემო იყო 2012 წლამდე და ის ნამდილად გათავისუფლდა. პირდაპირი შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ  ხდება არაძალადობრივი მეთოდებით  სირთულეების შექნა.  ჟურნალისტები მუშაობენ მუდმივი სტრესის ქვეშ, რომ რაღაც მოხდება, რაც მათ შეუშლის ხელს მუშაობაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თავის გამოსვლაში გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზეც ისაუბრა.

"შევცვალთ საარჩევნო კოდექსი და გააკეთეთ ეს არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდნეტის გამოსვლა 20 წუთი გაგრძელდა.  

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატები დებატებისთვის ემზადებიან.
Print