ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაული მიულოცა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაული მიულოცა.
"ყველა ქუთაისელს ვულოცავ. მინდა ვისურვო, რომ მომავალ ორმასობას ის ქუთაისელები, რომლებიც ოჯახების სარჩენად არიან წასულები, თავიანთ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად, ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაული მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

დღეს,12 საათზე საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით
წარსდგება. პრეზიდენტის რანგში პარლამენტში  ის ბოლოჯერ გამოვა.


Print