ახალი ამბები
ქუთაისში, სკვერში ხეების შესაძლო გაჩეხვას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, ბუკიას ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბინასთან ახლოს მდებარე სკვერი, შესაძლოა, გაჩეხონ.  ადგილობრივების თქმით,  ტერიტორია ერთი დღის წინ, მეპატრონემ შემოღობა და იქ ობიექტის ჩადგმა იგეგმება. 

"ცხადია, თუკი ობიექტი ჩაიდგმევა ხეებს  გაჩეხავენ და ბავშვებს არ ექნებათ სათამაშო ადგილი. სკვერებში მშენებლობის პრაქტიკა ხომ გვაქვს ქუთაისში. ახლა თუ არ გავიგეთ რა ხდება და არ შევეწინააღმდეგეთ მერე გვიან იქნება", - აცხადებენ ისინი. 

ადგილობრივების თქმით, მათი კორპუსის წინ ეს ერთადერთი სკვერია და მისი გაჩეხვის უფლებას არავის მისცემენ. ადგილზე  მერიის წარმომადგენელიც მივიდა, რომლის თქმითაც, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რადგან სკვერი 2011 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გასხვისდა.



Print