ახალი ამბები
ქუთაისის მერია "Adjara Fashin Week"“-ზე მონაწილე 20 პირს აფინანსებს
FaceBook
ქუთაისის მერია „Adjara Fashin Week"-ზე მონაწილე ქუთაისელი მოდის სფეროს წარმომადგენლებისთვის სასტუმროს მომსახურებაზე  5000 ლარის დახარჯვას გეგმავს.


ქუთაისის მერიამ  ბათუმში მდებარე სტასტუროს მომსახურებისთვის ტენდერი 30 ივნიისს გამოაცხდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებლი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო მოდის ღონისძიების „Adjara Fashin Week“-ზე მონაწილე ქუთაისელი მოდის სფეროს წარმომადგენლებისთვის (10 ორადგილიანი ნომერი 20 პირისთვის) სასტუმროს მომსახურება საუზმით, 2015 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით (4 ღამე და 5 დღე).
"სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ბათუმში, ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე (სანაპიროდან არაუმეტეს ტრანსპორტით 10 წუთის სავალ მანძილზე). სასტუმროს უნდა ჰქონდეს რესტორნის ტიპის სასადილო ოთახი, 24 საათიანი მომსახურეობა, ქიმწმენდა და სამრეცხაო, უნდა იყოს კეთილმოწყობილი, თითეული ნომერი აღჭურვილი მინიმუმ შემდეგით: კონდიციონერი, სატელეფონო კავშირი, ტელევიზორი, უფასო Wi-Fi", - ნათქვამია  ქუთაისის მერიის მიერ შედგენილ სატენედერო დოკუმენტაციაში.
სასტუმროს მომსახურებაზე გამოცხადებლ ტენდერში წინადადების მიღება ხვალიდან, 2 ივლისიდან დაიწყება და ოთხი დღე გაგრძელდება.
Adjara Fashin Week" 2015 ბათუმში 30 ივლისს გაიხსნება.
Print