ახალი ამბები
ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ ორი საჩივარი შევიდა
FaceBook
ვანის #53-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ორი საჩივარი შეიტანა.
საჩივრები საოლქო კომისიამ ორი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

"ვნახავთ საჩივრების შინაარს და იმის მიხედვით დავნიშნავთ განხილვას დღეს ან ხვალ", - ამბობს საოლქოს თავმჯდომარე, კახა მჟავანაძე.

ვანის საოლქო კომისიამ უკვე განიხილა კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩვრები. კომისიის წევრებმა განუხილველი დატოვეს "სამართლიანი არჩევნების" ერთი საჩივარი, რომელიც თავმჯდომარის თქმით, პროცედურების დარღვევით იყო შედგენილი. ოთხი საჩივარი, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურისა და  შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს  ეხებოდა,  არ დაკმაყოფილდა.

საოლქომ მხოლოდ "საიას" საჩივარი დააკმაყოფილა, რომელიც #8 უბანზე გადასატანის ყუთის დალუქვის გარეშე დაბრუნებას შეეხებოდა. კომისიის გადაწყეტილებით, უბნის თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს ჩატარდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატმა , გივი ჭიჭინაძემ 57.86%-ით გაიმარჯვა.

Print