ახალი ამბები
ქუთაისში "ფუდმარტიდან" საკვები პროდუქტები მოიპარეს
FaceBook
ქუთაისში სუპერმარკეტ "ფუდმარტიდან" პროდუქტები მოიპარეს. თვითმხილველების ინფორმაციით, წერეთლის ქუჩა #4- ში მდებარე "ფუდმარტის" ფილიალიდან  პროდუქტების ქურდობაში ბრალდებული ქალია, რომელიც წითელ ხიდზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს.  მას თან ძეხვი და სხვადასხვა საკვები პროდუქტები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე 177 მუხლით არის აღძრული, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მოპარული პროდუქტები შსს-ს თანამშრომლებმა ამოიღეს.
Print