ახალი ამბები
ზესტაფონში მერის გადადგომას ითხოვენ
FaceBook
ზესტაფონში მერის გადადგომას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
მათი თქმით, ზესტაფონში ინფრასტრუქტული პროექტები შეჩერებულია, თანხები ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება და კახაბერ მახათაძე მუნიციპალიტეტს არაეფექტურად მართავს. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქი პარალიზებულია და მძიმე სოციალური ფონია.

აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მერიის წინ საკრებულებთან ქალაქის მერი ჩამოვიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ეს იყო პოლიტიკურად მართული აქცია. აქციის ორგანიზატორები, რომლებიც წინა საარჩევნოდ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები იყვნენ, დამარცხების შემდეგ ამ ფორმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. ზესტაფონის აღმშენებლობის პროცესი შეუქცევადია და ერთეული ადამიანები მას წინ ვერ აღუდგებიან. მიუხედავად არჩევნებიდან გასული მცირე პერიოდისა ქალაქის გამოცოცხლება აშკარაა და თვალში საცემია", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ ქუთაისიპოსტისთან საუბრის დროს. 

Print