ახალი ამბები
ვარდები `„თმის სამაგრებით“ ქუთაისის ცენტრში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრში დარგული ვარდები ახლებური მეთოდით და მოწყობილობით არის გამაგრებული. რომელიც ერთი შეხედვით ძალიან წააგავს თმის სამაგრს. 
თუმცა, შპს ქალაქსერვისში განმარტავენ, რომ ვარდებზე „თმის საბნევი“ არ არის მიმაგრებული. გამოყენებულია ყვავილის დარგვის და გამაგრების ახალი მეთოდი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ჰოლანდიაში.

„თქვენ რომ სცადოთ ამ მოწყობილობით თმას ვერ დაიმაგრებთ, იმიტომ რომ ეს სპეციალური სამაგრია, რომელიც ბამბუკთან ერთად მაგრდება ვარდზე და მცენარეს ეხმარება ზრდაში. ჩვენთვისაც სიახლე იყო აღნიშნული მოწყობილობა“, - ამბობს შპს ქალაქსერვისის დირექტორი გედეონ დიდბერიძე.





ქალაქში სულ 1000 ძირი ვარდია დარგული.
Print