ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ვარაუდით, 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომელიც დღის გარკვეულ მონაკვეთში შესაძლოა გაძლიერდეს.

" 30 აპრილს დილიდან მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც შესაძლოა გაძლიერდეს. ასეთი ამინდი ორი მაისის ჩათვლით შენარჩუნდება. თუმცა, ჰარის ტემპერატურა იქნება მაღალი და 28-33 გრადუსამდეც გათბება",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 3 მაისს ჰაერის შესაძლოა 34 გრადუსამდეც გათბეს, ხოლო 5 მაისს სინოპტიკოსები უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.



Print