ახალი ამბები
იმერეთი "არტ-გენი 2015"-ს მასპინძლობს
FaceBook
ფესტივალი "არტ–გენი 2015" იმერეთის რეგიონული ტურნეთი გაიხსნა. ფესტივალის პირველი ღონისძიებები სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმის ეზოში ჩატარდა, სადაც მოეწყო ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და "შავფაროსნების" წარმოდგენა.
"არტ–გენი 2015" – ის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს იმერთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.
5 ივლისს ფესტივალი დაბა სურამში, ბაიანთხევის ტყე–პარკში გადაინაცვლებს. სურამში ფესტივალზე ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებისა და ტრადიციული გამოფენების გარდა, "ფრანის" და ანსამბლ "ჩვენებურების" კონცერტი გაიმართება.
წელს ფესტივალის მთავარი თემაა ბიბლიოთეკა და წიგნი. აღნიშნული თემიდან გამომდინარე 3 ივლისს ფესტივალი "არტ-გენის" ორგანიზატორებსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება და ფესტივალის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყობა.
"არტ-გენის" დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 19-26 ივლისს გაიმართება. Anglų kalbos kursai https://igudu.lt/anglu-kalbos-kursai/
Print