ახალი ამბები
დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე - გივი ჭიჭინაძე
FaceBook

დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

მადლობა ჩემს ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის, - განაცხადა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ.

მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.

"ზოგადად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია", -განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86%, ხოლო "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38% მიიღო.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

წყარო: interpressnews.ge

 

Print