ახალი ამბები
ხონის N 3 საარჩევნო უბანზე ორი საჩივარი დაიწერა
FaceBook
ხონის N3 უბანზე "ევროპული საქართველოსა" და "მომავლის არჩევანის" დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს.
საჩივრის შინაარსის მიხედვთ, გადასატანი ყუთი უბანში დაბრუნების დროს დალუქული არ იყო.

N 3 უბანზე გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის ფაქტზე ორი საჩივარი დაიწერა.

შენიშვნა დააფიქსირა ხონის N 11 საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევაზე "სამართლიანმა არჩევნებმა", სადაც რეგისტრატორს ამომრჩევლის გრაფაში ხელის მოწერა დაავიწყდა.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

ვანის და ხონის ოლქში პარლაემნტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ ექვსი კანდიდატი იბრძვის:

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი
Print
თეგები: #არჩევნები 2018