ახალი ამბები
წყალტუბოში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
FaceBook
იმავე ავტომაქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

წყალტუბოში მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
წყალტუბოს შესასვლელში ავარიის შედეგად ორი 2 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. იმავე ავტომაქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი კი, რომელიც მძიმე დგომარეობაში იყო, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ორი ცოლ-ქმარია, რომლებიც წყალტუბოში ცხოვრობნენ. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილ ქალი ფეხმძიმედ იყო. 
თვითმხილველთა თქმნით, მეორე ავტომანქანას, რომლის დაჯახებამაც ავარია გამოიწვია, ქალი მართავდა. 
წყალტუბოში მომხდარდარ ავარიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს პრესსამსახურში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, საქმე აღძრულია სსკ 276-ე მუხლის მე-7 პუნქტით. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
დანაშაული, რომელმაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.


Print