ახალი ამბები
ტყიბულში, გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს
FaceBook
ტყიბულში, ორპირი-ცუცხავთის გზის დაგების სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. მუშების თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი დააგეს, რამდენიმე თვის დავალიანება კი ამ დრომდე არ აუღიათ.

დამსაქმებელ კომპანიას 150 ადამიანის მიმართ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ყაზახური კომანია ,,ყაზახ დოსტროი" და ქვეკონტრაქტორი კომანია ,, GK building ასრულებდა. ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუშები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მოატყუა, რადგან მათ თანხა სრულად გადაურიცხეს და სწორედ ისინი არ უნაზღაურებენ მუშებს დავალიანებას.



Print