ახალი ამბები
15 საათის მონაცემებით ხონში არჩევანი ამომრჩეველთა 41.63%–მა გააკეთა
FaceBook
15 საათის მონაცემებით, ხონში არჩევანი 9613–მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.63 %–ია.
ხონში სულ 29 უბანია გახსნილი, სადაც 23 090 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

ვანის და ხონის ოლქში პარლემენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ ექვსი კანდიდატი იბრძვის:

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
Print