ახალი ამბები
ხონის საარჩევნო უბანში საჩივარი აერიათ
FaceBook
ვანის #53 ოლქში ამ დროისთვის სულ ორი საჩივარი არის შესული. საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება.  ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კახა მჟავანაძის თქმით, ერთი საჩივარი მათთან შეცდომით შევიდა.  

კახა მჟავანაძის თქმით, "სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს" მისამართი აერია და საჩივარი ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაწერა.

"სამართლიანმა არჩევნებმა" საჩივრები უკვე გაიწვია. კომისია ამ საჩივრებს უსაფუძვლობის გამო აღარ განიხილავს. რეგისტრატორმა ამომრჩეველს თავის კუთვნულ გრაფში არ მოაწერინა ხელი და ამაზე იყო საჩივარი ", - ამბობს ვანის #53 სოალქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

დარღვევა რეალურად ხონის #11 საარჩევნო უბანში დაფიქსიდა. თუმცა, საჩივარი ისე დარეგიტრირდა, რომ თითქოს აღნიშნული დარღვევა ვანის საარჩევნო უბანში მოხდა.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე და #53-3 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

ვანის და ხონის ოლქში პარლემენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ ექვსი კანდიდატი იბრძვის:

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი
Print