ახალი ამბები
გიგი უგულავას ბანერის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ვანში, "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას 1ტვ ავრცელებს.

"მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება. შეტყობინების მიღებისთანავე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გიგი უგულავას ბანერზე ვანში კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. 
ვანში, პარტია "ევროპული საქართველოს" პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატი დააზიანეს. გიგი უგულავას პლაკატზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი.  ამის შესახებ დღეს, დილით გახდა ცნობილი.


წყარო:imedinews.ge

ამავე თემაზე:

არჩილ თალაკვაძე ვანში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერის დაზიანებას გამოეხმურა

ვანში გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატი დააზიანეს
Print