ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ვანში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერის დაზიანებას გამოეხმურა
FaceBook
დილიდან შემოვიარე ძალიან ბევრი საარჩევნო უბანი და ჯერ მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ, ასე რომ არ მგონია, გიგი უგულავას დანაპირები წითელი ბარათის ჩვენების შესახებ საფუძვლიანი იყოს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გიგი უგულავას განცხადებას, სადაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ვანელები და ხონელები ხელისუფლებას დღეს წითელ ბარათს აჩვენებენ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე უგულავას საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მალე იპოვიან მათ, ვინც ეს ჩაიდინა.

"ბატონ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს ბანერზე. იმედი მაქვს, მალე იპოვიან ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა. საერთო ჯამში, ეს ფაქტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგზე", – განუცხადა პირველ არხს არჩილ თალაკვაძემ.

ვანში "ევროპული საქართველოს" კანდიდატის გიგი უგულავას დაზიანებულ ბანერთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოდნენ.

გიგი უგულავას ბანერზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. მომხდარის შესახებ დღეს, დილით გახდა ცნობილი.

წყარო:1tv.ge



Print